ახალი ბაღის შენობა ბათუმში

03 ივნისი 2024, 17:42 764 ნახვა

ბათუმს მალე კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი ექნება. სკოლამდელი დაწესებულება აეროპორტის გზატკეცილის #82-ში შენდება. ორსართულიანი ადაპტირებული შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასრულებულია საძირკვლის მშენებლობა და ხორციელდება გრუნტის სამუშაოები.

მოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და საპარკო სკამები, დაიგება მწვანე საფარი და დამონტაჟდება განათების სისტემა. სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 555 ათასი ლარია. პროექტი ასევე მოიცავს მისასვლელი გზისა და ბაღის მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას.

ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ეტაპზე ბათუმში მიმდინარეობს 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 2 სკოლამდელი დაწესებულება შეემატება მათ ჩამონათვალს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში