კარიერზე სამუშაოების გამო კინკიშას ხეობაში მეწყრის გააქტიურების საფრთხეს ხედავენ

03 ივნისი 2019, 21:44 1590 ნახვა

მდინარის დაშრობას, სახლების დაბზარვას და გზების დაზიანებას ქობულეთში კარიერზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებენ. ადგილობრივი მოქალაქეები მდინარე კინკიშასთან მეწყრული პროცესების გააქტიურებაზეც საუბრობენ. გასული წლების მსგავსად, მოქალაქეთა ნაწილმა  წერილობით მუნიციპალიტეტის მერიას ახლაც მიმართა.  ნაწილი, დასაქმების ადგილების მიზეზით, სამუშაოების წინააღმდეგი არაა.

ცნობისთვის, ამ ზონაში წიაღის მომპოვებელი ერთ-ერთი კომპანია ორჯერ უკვე დააჯარიმეს.  სამუშაოები ერთი თვეა შეჩერებულია.  რა პასუხი აქვთ წიაღის ეროვნულ სააგენტოში და გაგრძელდება თუ არა აფეთქებები, რომელიც სოფლის მკვიდრების თქმით საფრთხის შემცველია? თამუნა ხოზრევანიძე არკვევდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი