დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი, აღნიშნეს ბათუმში

26 მაისი 2019, 21:23 1572 ნახვა

ეს დღე ჩვენია- დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი, აღნიშნეს ბათუმში.  დღეს ღონისძიებები ევროპის მოედანზე გაიმართა, თუმცა არ გამოფენილა სამხედრო ტექნიკა. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ აქცენტი შემოქმედებით ღონისძიებებზე გაკეთდა - კონცერტებზე, საბავშვო აქტივობებზე, გამოფენებსა და ბაზრობაზე. 

14 ქალაქში ერთდროულად, 17 საათსა 10 წუთზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. დემოკრატიული რესპუბლიკა დაახლოებით სამი წელი არსებობდა. რუსული ოკუპაციისა და 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი