ორპოლუსიანი პოლიტიკა - პოსტსაარჩევნო დეპრესია

25 მაისი 2019, 19:33 1573 ნახვა

რეგიონებში შუალედური არჩევნები დასრულდა, თუმცა პოლიტიკური ტაიმ-აუტისთვის პარტიებს, წესით არ სცალიათ. მომავალ წელს, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელზეც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. რიგგარეშე არჩევნებზე, მმართველმა გუნდმა ხუთ მუნიციპალიტეტში, მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები პირველივე ტურში გაიყვანა, თუმცა ამ ყველაფერს თან ახლდა, შეიძლება ითქვას დაუნდობელი ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის.

შუალედურმა არჩევნებმა და კენჭისყრის შედეგებმა გვაჩვენა, რომ მმართველი ძალა-„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ველზე ისევ ლიდერობს, რასაც ვერ ვიტყვით, ენდიაის კვლევის შედეგებზე, რომელიც განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს და ნდობა ამ პარტიის მიმართ პროცენტებში, გაცილებით დაბალია. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, არამარტო პოლიტიკური პარტიების  მიმართ, სურათი სხვა მხრივაც რადიკალურად განსხვავებულია.

ამ ფონზე კი, ოპოზიციას, გარდა გაერთიანებისა, ჯერ კიდევ არ აქვს სტრატეგია, როგორ იმოქმედებს 2020 წლის არჩევნებისთვის და  შეძლებს თუ არა ხელისუფლების შეცვლას. თუმცა იციან, რომ ამის მიღწევა, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების გარეშე, ფაქტობრივად  შეუძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში