ხულოში ახალი კოლეჯი, ქობულეთის პროფსასწავლებლის ფილიალი გაიხსნა. აქ ხუთი პროგრამა მოქმედებს. სასტუმრო და სარესტორნო საქმის გარდა ელექტრიკოსის სპეციალობის შესწავლაცაა შესაძლებელი.
ამ დროისთვის კოლეჯში 60 მოსწავლეა,თუმცა კონტიგენტის 150 -მდე გაზრდას ვარაუდობენ.პროფსასწავლებელში ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულები.კოლეჯი აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით აშენდა.