ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინმა მე 7 მაეგაშირა მეისეისთან შეხვედრა მოულოდნელად დათმო. ლევან გორგაძეს, მიმდინარე ბაშოზე, ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად ერთი გამარჯვება ესაჭიროება. მისი ანგარიში ახლა 9/3-ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გამარჯვების მოსაპოვებლად 3 თამაში აქვს დარჩენილი.
მარცხი იწვნია მისმა კონკურენტმაც, იაპონელმა ასანოიამამ. სწორედ ასანოიამას დაუპირისპირდება ხვალ ტოჩინოშინი. ეს სუმოისტები ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ და გამარჯვება ქართველს დარჩა.