საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-შია

21 მაისი 2019, 15:24 1092 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-შია. ლევან იზორიამ  ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა  აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე.   

ყურადღება გამახვილდა  აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.   თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განახლებული სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში