ერთი გამარჯვება ტიტულის დასაბრუნებლად

21 მაისი 2019, 13:27 1968 ნახვა

დ​ღეს, ნაცუ ბაშოს X სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა. ლევან გორგაძემ, იაპონელი კომოსუბი მიტაკეუმი იორიკირით დაამარცხა და მიმდინარე ბაშოზე რიგით მე-9 გამარჯვება მიითვალა.

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ ერთი მოგება სჭირდება. იგი ნაცუ ბაშოს ერთ-ერთი ლიდერია.

მსგავსი ბალანსი, მიმდინარე ტურნირზე, კიდევ ორს - რიკიშის ასანოიამას და იოკოძუნა კაკურიუს აქვს.

ხვალ, ქართველი რიკიშის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა აბი იქნება, რომელთაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 3:0-ზეა.

ჯურიო დივიზიონში დღევანდელი დღე წარმატებული გამოდგა, თეიმურაზ ჯუღელისთვისაც (გაგამარუ), რომელიც ნაცუ ბაშოზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. 10 დღის შემდეგ, გაგამარუს ბალანსი 7 მოგება და 3 მარცხია.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი