უკრაინის პრეზიდენტი - კაბინეტებში შვილების ფოტოები დაკიდეთ და გადაწყვეტილების წინ უყურეთ თვალებში

20 მაისი 2019, 12:52 4421 ნახვა

უკრაინის მე-6 პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელინსკიმ ინაუგურაციაზე სახელმწიფო თანამდებობის პირებს სთხოვს, კაბინეტებში შვილების ფოტოები დაკიდონ და გადაწყვეტილებების მიღების დროს, მათ უყურონ ყოველდღიურად თვალებში.

„მინდა, თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – თქვა საინაუგურაციო სიტყვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში