ზუგდიდში 54%-ით ვიგებთ - ''ქართული ოცნების'' წინასწარი მონაცემები 

20 მაისი 2019, 00:00 2632 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართველი გუნდის მონაცემებით, სამ საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებს ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ.

მისივე თქმით, მთაწმინდის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში, სავარაუდოდ, მეორე ტური ჩაინიშნება. 

კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში ''ქართული ოცნების'' კანდიდატი, გეგა შენგელია 54,08%-ით იმარჯვებს. 

''შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ მან დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში გაიმარჯვა. რიგით მეორე მარნეულია, სადაც 90-დან დათვლილია 86 უბანი. 78,75%-ია ზაურ დარგალის მაჩვენებლი. ზესტაფონში 52 უბანია დათვლილი და მხოლოდ ერთია დარჩენილი. “ქართული ოცნების“ კანდიდატის მაჩვენებელი 50,53%-ია. ჩვენი მონაცემებით, ამ შემთხვევაში პირიქით არა თუ შემცირება, ზრდა არის მოსალოდნელი. ჭიათურაში, 65,39% გივი მოდებაძე ლიდერობს. 58-დან 49 უბნის მონაცემები უკვე ცნობილია'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ხულოში ყველა უბანი დათვლილია. 67,1% -ით ვახტანგ ბერიძე იმარჯვებს.

მმართველი გუნდის ინფორმაციით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქი ლადო კახაძემ მოიგო, თუმცა მან 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში