დააკავეს პირი, რომელიც ჟურნალისტს ხელს უშლიდა, ფულის გადაცემის სავარაუდოდ ფაქტი გადაეღო

19 მაისი 2019, 11:18 2359 ნახვა

დაპირისპირება იყო ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანთან. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა პოლიციაში გადაიყვანეს.

დაკავებული ჟურნალისტს დაუპირისპირდა, რომელმაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლებზე სავარაუდო ფულის გადაცემის ფაქტები და ამომრჩეველთა სიები დააფიქსირა.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველები, აქ იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის უფროსი და  გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. სწორედ მათ გადასცა ჟურნალისტმა ამომრჩეველზე ფულის გადაცემის კადრები.  ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვიდეო მასალას მალე გაასაჯაროვებენ.

დაპირისპირება იყო ამავე უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაც. თინა ბოკუჩავას  ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ეკამათა. ვითარების განმუხტვას მთელი, ამ ხნის განმავლობაში, პოლიცია ცდილობდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები სხვა უბანზეც დააფიქსირეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში