ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს

19 მაისი 2019, 17:45 2110 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გათავისუფლებულია. იგი დღეს, 19 მაისს, ზუგდიდში დააკავეს. ძალოვანები მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე ზუგდიდში, ქუჩიდან აიყვანეს და პოლიციის მანქანაში იძულებით ჩასვეს. 

რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში გიორგი კაპანაძე ყვება, რომ კანონი არ დაურღვევია და ის დაკავების დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 

''ამიხსნეს, ვითომ მე დავარღვიე საზოგადოებრივი წესრიგი, რაც ცხადია არ მომხდარა. დაკავების ოქმს ხელი არ მოვაწერე, იმიტომ რომ არ ვეთანხმები. არ დამირღვევია საზოგადოებრივი წესრიგი, არც კანონი. პირიქით ძალიან ზრდილობიანად მივმართავდი პოლიციელებს. ვეუბნებოდი, რომ ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამის თვითმხილველი მოქალაქეებიც არიან,'' - თქვა კაპანაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში