ზუგდიდის საარჩევნო უბანთან გასროლის საქმეზე ორი პირი დააკავეს

18 მაისი 2019, 21:59 2204 ნახვა

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ბრალდებულები 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში