''ხმა მივეცი ევროპულ ზუგდიდს'' - სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 09:36 1796 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდი მერობის კანდიდატმა, ხმა 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა. სანდრა რულოვსმა თქვა, რომ არჩევანი ევროპული და ნათელი ზუგდიდის სასარგებლოდ გააკეთა. 

''ხმა მივეცი ზუგდიდში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარი იქნება ადამიანზე ზრუნვა, განვითარება და დასაქმება. ეს ყველაფერი კი დაცულ, თავისუფალ გარემოში მოხდება. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და ამ ცვლილებების მოლოდინშია. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას. რა შედეგები დადგება ვნახავთ საღამოს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და არჩევნები შედგება,'' - თქვა ხმის მიცემის შემდეგ სანდრა რულოვსმა. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში