სკოლა სამარხებთან. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბზუბზუში დაწყებითი სკოლა ყოფილი მედრესეს შენობაშია მოწყობილი, სკოლის მიმდებარედ კი ეკლესიის ნანგრევები და სამარხებია. სკოლასთან სასაფლაო გვხვდება.
ადგილობრივები არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას და ტერიტორიის შესწავლას მოითხოვენ. გარდა ამისა სკოლის შენობაც ავარიულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. რაზე შეთანხმდებიან პასუხისმგებელი უწყებები? რა გეგმები აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს?