,,მაღალმთიან სოფლებში შეეძლება მოსახლეობას თავი იგრძნოს ღირსეულად და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც დღეს კურორტ ,,გოდერძზე“ მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
მამუკა ბახტაძის განცხადებით კურორტს გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი. იგი ადგილობრივებს დაჰპირდა გზის და გაზიფიცირების პრობლემების მოგვარებას და დაასახელა კონკრეტული თარიღებიც.