ხუთი ბრძოლა და ხუთი გამარჯვება

16 მაისი 2019, 12:35 1927 ნახვა

ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია. ნაცუ ბაშოს V სატურნირო დღეს, ლევან გორგაძემ ჰოკუტოფუჯი ჩვეულ სტილში - იორიკით გადაიყვანა ტავარას მიღმა და აქტივში მეხუთე გამარჯვება მიითვალა.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე კიდევ 10 საშეჯიბრო დღეა დარჩენილი.

ქართველ სუმოტორის ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად კიდევ 5 გამარჯვება სჭირდება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე, მონღოლი სეკივაკე იჩინოჯო იქნება.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში