გაერთიანებული ოპოზიციის ხულოს მერობის კანდიდატი პარლამენტში მაღალმთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ანზორ ბოლქვაძეს ძალადობასა და კორუფციაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება, რომ ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი კუთვნილ სასტუმროს მოქალაქეების მოსყიდვისთვის იყენებს.
გარდა ამისა, ჯორბენაძე ქართული ოცნების შტაბის წევრებს აქტივისტებზე ფიზიკურ ძალადობაშიც ადანაშაულებს. ოპოზიციონერი ანზორ ბოლქვაძისთვის პარლამენტარის იმუნიტეტის შეჩერებას მოითხოვს.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ანზორ ბოლქვაძე, იგი ამბობს, რომ მისი მხრიდან ხულოს ამომრჩევლის მოსყიდვა გამორიცხულია. საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჯორბენაძეს, პარტიული დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს და დიალოგს სთავაზობს.