პოეტ ბელა ქებურიას პოეზიის საღამო გაიმართა სკოლა „გორდაში“. შეხვედრაზე ბათუმელმა პოეტებმა, მწერლებმა და ბელა ქებურიას პოეზიის თაყვანისმცემლებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. პოეტი ლიტერატურასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. იგი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში ლიტერატურულ წრეებს ხელმძღვანელობს. პოეტის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჭარის მწერალთა სახლი კრებულის გამოცემას გეგმავს.