ღამით ძლიერი ქარი იქროლებს 

07 მაისი 2019, 11:19 7678 ნახვა

სანაპირო კურორტებზე ღამით მოსალოდნელია ძლიერი ქარი. 8 მაისს ღამის საათებში, საქართველოში გავრცელებას დაიწყებს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მომდევნო 3 დღის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება.

დღის ბოლოს სანაპირო კურორტებზე მზიან დღეს, ღრუბლიანი საღამო ჩაანაცვლებს.

ღამით გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე, ეს ქარის საშიში კატეგორია არ არის. რადგან დღეს მშრალი ამინდია და ტენიანობაც მკვეთრად შემცირებულია, შესაძლოა, მოქალაქეებს უფრო ძლიერი მოეჩვენოთ ქარი, ვიდრე რეალურად იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში