ფესტივალი „თოფუზი“

10 ნოემბერი 2025, 19:50 136 ნახვა

მე-18 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ფარგლებში, ხულოში ზურა დიასამიძის მასტერკლასი გაიმართა მასტერკლასის თემად ანიმაციური კინო განისაზღვრა, როგორც მხატვრული ფორმების სინთეზი და კომუნიკაციის განსაკუთრებული საშუალება.
ზურა დიასამიძემ მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება, რომელიც მან ანიმაციის საბავშვო სტუდიებში მუშაობისას მიიღო და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აძლევს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს საშუალებას, თავად გადაიღონ საკუთარი ანიმაციური ფილმები.
ფესტივალის ფარგლებში ხულოში ჩატარდა ვორქშოფიც, სადაც მოსწავლეები ხატავდნენ და ანიმაციური პერსონაჟების შექმნას პრაქტიკულად ეცნობოდნენ. დამსწრეებმა ასევე ხულოელი ბავშვების მიერ შექმნილი ანიმაციები იხილეს. ფესტივალი ხვალ ქედაში გაგრძელდება, მომდევნო დღეებში კი ბათუმში გაიმართება. მე-18 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ 15 ნოემბერს დასრულდება.

 

 

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე