დამატებითი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის

16 აგვისტო 2016, 00:00 2856 ნახვა

1-ელი სექტემბრიდან მთაში მცხოვრები პენსიონერები, მასწავლებლები და ექიმები დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ, მეწარმეებისთვის კი საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება. მთაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივებაზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.  შესაბამისი დადგენილების პროექტი მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა „მთის კანონთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამით მრავალშვილიანი და ახალგაზრდა ოჯახები უკვე სარგებლობენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში