ვის უწოდა “მედროვე ფეოდალი” ჯამბულ ხოზრევანიძემ?

15 აგვისტო 2016, 00:00 5806 ნახვა

ფეისბუქში გამოხატული პროტესტი. ადრესატი ანზორ ბოლქვაძე.  ავტორი -  ჯამბულ ხოზრევანიძე.  წერს, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სააკაშვილს აღმერთებდა და გადამწყვეტ მომენტებში  ხმა არ ამოუღია. მან ბოლქვაძე  მოიხსენია, როგორც “პორტირებული  ნაცი”, მედროვე ფეოდალი  და დაასახელა პერიოდი, როცა ბოლქვაძე  “ქართულ ოცნებას” ებრძოდა. მოგვიანებით,  სოციალურ ქსელში ეს სტატუსი გაქრა. ხოზრევანიძე აპირებს კომენტარი პარტიასთან კონსულტაციის შემდეგ  გააკეთოს. “ნუ ხმაურობს, ყველაფერი გადაიშალოს და გვერდით დამიდგეს” – ასეთია ანზორ ბოლქვაძის პასუხი, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ხულოს, შუახევისა და ქედის მოსახლეობას ემსახუროს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში