უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ანდრეი ხილიკომ სასამართლოს მიმართა და ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციიდან მოიხსნას ითხოვს.
მომჩივანი მხარის მტკიცებით, არჩევნების პირველ ტურში ზელინსკიმ ამომრჩეველი მოისყიდა. ანდრეი ხილიკო, რომელიც უკრაინის აქციონერთა ასოციაციის წევრია, ირწმუნება, რომ მოსყიდვის დამადასტურებელი კონკრეტულ ფაქტები აქვს და მას სასამართლოს წარუდგენს. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. .
ვლადიმერ ზელენსკის ადვოკატი ვადიმ გალიჩუკი კი ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.
ინფორმაციას საიტი ukraina. Ru ავრცელებს