''ცეცხლმოდებული სახლის აივნიდან უცნობმა ბიჭებმა ჩამოგვიყვანეს'' - ხანძარი ბათუმში

20 აპრილი 2019, 00:00 14531 ნახვა

"ღმერთს მადლობა ყველა გადავრჩით, ყველაფერი უცებ დაიწვა და განადგურდა, საშინლად შევშინდით. დიდი ცეცხლი იყო ოთახში და ჩვენ აივანზე გამოვარდით, ამ დროს ვიღაც ბიჭები დაგვეხმარნენ, არ ვიცი ვინები იყვნენ, კიბე მოიტანეს უცებ და აივნიდან ყველა ჩამოგვიყვანეს" - იხსენებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომლის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. 

ცეცხლი ძველ ბათუმში, კომახიძის #1 ნომერში, დილის გაჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი არ იციან, რადგან ცეცხლის ხმამ გააღვიძათ. 

"დილის 7 ნახევარი იქნებოდა, ცეცხლის ხმამ გამაღვიძა, საძინებლის კარი რომ გავაღე, უკვე მოდებული იყო მთელ სახლში ცეცხლი და შენობიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველანი, 6-ვე ოჯახი აივანზე გამოვარდით. რა თქმა უნდა ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით,  ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი,  მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები გადავრჩით. ბავშვები კარგად არიან"... 

9 საათისთვის სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მოახერხეს. ხანძრის შედეგად დაიწვა 400 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი, დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირადი ნივთები. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი