აფხაზეთის ისტორიული ძეგლები

18 აპრილი 2019, 00:00 2183 ნახვა

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს   აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  კონფერენცია და ღონისძიება მიუძღვნა. მოეწყო გამოფენა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ასახავდა. საღამოზე წარმოდგენილი იყო  ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების ფერწერული ნამუშევრები.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 176 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აქედან 140 განადგურების პირას ან, განადგურებულია. ჯამში საქართველოში ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის 11 ათასზე მეტი ძეგლია. მათი რეაბილიტაცია ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.

დასკვნით ღონისძიებაზე  სააგენტომ  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის  რამდენიმე პირი დააჯილდოვა, მათ შორის მაია ჭიჭილეიშვილი, ამირან კახიძე და ჟურნალისტები. საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქალაქის მერი და მინისტრები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში