პოლიციამ მოქალაქეების ჩხრეკისას დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

18 აპრილი 2019, 00:00 1821 ნახვა

სამართალდამცველებმა, იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას 327 გრამი „ჰეროინი“, მეორე ბრალდებულისგან კი, ორ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“-ს შემცველი ფხვნილი ამოიღეს. 

ამავე კატეგორიაში