ძლიერი ნალექის გამო, შესაძლოა, მდინარეებში წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატოს

17 აპრილი 2019, 00:00 1553 ნახვა

ხმელთაშუა ზღვის ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ინტენსიურად ვრცელდება, რომლის გავლენითაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმს. მაღალმთაში თოვს, ზოგან ძლიერად.

არსებული და მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გამო, შესაძლოა, მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულამდე მოიმატოს.

ნალექიანი და არასტაბილური ამინდი, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, უახლოეს დღეებში კვლავ შენარჩუნდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი