„ეკონომიკური დებატები 2019“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პროექტი სტუდენტურ კონკურსებს შორის გამარჯვებულია და მასში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 40 ახალგაზრდა მონაწილეობს.
ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად კონკურსში ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. საჯარო ლექციები 14 აპრილამდე გაგრძელდება.