აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს პირველად, ლიეტუვადან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება.
ავიარეისები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სექტემბრიდან შესრულდება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა.
გასულ წელს, აჭარაში ლიეტუვადან 33%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა.