ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბათუმის ''დინამომ'' სტუმრად ''სიონი'' 4:2 დაამარცხა

07 აპრილი 2019, 00:00 1518 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბათუმის ''დინამომ'' სტუმრად ''სიონი'' 4:2 დაამარცხა. თამაშში თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

58-ე წუთზე უგულავამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა ზღვისპირული გუნდის თავდამსხმელმა ჭანტურიამ კი ამის მერე დუბლი შეასრულა და "დინამოს" გამარჯვება მოუპოვა.ბათუმის "დინამო" 13 ქულით მეორე ადგილზეა, "სიონი" კი 8 ქულით მეშვიდეზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი