დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

07 აპრილი 2019, 00:00 996 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, კი საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში, აღავლენს.

ქრისტიანულ სამყაროში ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.მორწმუნეთათვის  მარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი