ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს - მედია ტური

04 აპრილი 2019, 00:00 1222 ნახვა

4 აპრილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების დღეა. 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის  ორგანიზებით მედია-ტური მოეწყო.

ჟურნალისტები ფოთის პორტში მყოფ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საფლაგმანო ხომალდზე იმყოფებოდნენ. საქართველოში მეოთხე დღეს ნატოს 4 გემი იმყოფება, რომლებიც დღეს ერთობლივ სასწავლო წვრთნებს ქართველ სანაპირო დაცვის პერსონალთან, ორი ქართული ხომალდის “დიოსკურისა“ და “ოჩამჩირის“ მონაწილეობით გამართავენ.

ინფო-ტური სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე გაგრძელდა, სადაც დაათვალიერეს აშშ-ის მიერ გადმოცემული ხომალდები, ასევე შეხვედრა გაიმართა საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში. ჯეიმოკში ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი