ქართველი ამომრჩევლის განწყობა არჩევნებამდე 2 თვით ადრე. ჩვენ მოსახლეობას დავუსვით კითხვა, აპირებთ თუ არა 8 ოქტობრის კენჭისყრაში მონაწილეობას? არასამთავრობო ორგანიზაციები კი განმარტავენ რა განაპირობებს ამომრჩევლის აქტიურობას ან პირიქით. მათი დაკვირვებით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პასიური ახალგაზრდა ამომრჩეველია.