ქობულეთის სოფლების უმეტესობაში სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურა იმდენად განადგურებულია, რომ ადგილობრივები სახლში მკურნალობას ამჯობინებენ და მედცენტრს იშვიათად აკითხავენ. რამდენიმე შენობის ჭერი დაზიანებულია, რის გამოც აქ წვიმის დროს არამხოლოდ ინვენტარი, არამედ მედიკამენტები და ელექტროსადენებიც ზიანდება.
სამედიცინო პერსონალი კი გათბობისა და ელექტრო ენერგიის გარეშე რჩება. ქობულეთის მერიაში სამედიცინო პუნქტებში არსებული მდგომარეობის შესახებ აქვთ ინფორმაცია, თუმცა შენობების რეაბილიტაციისთვის თანხები არც 2019 წლის ბიუჯეტშია აქვთ გათვალისწინებული.