ქობულეთში, ხუცუბნის ცენტრალურ გზაზე, ავტობანის გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოქალაქეები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. პაციენტებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
.jpg)
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.