უკრაინამ ხვალ, 31 მარტს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. პირველობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის, თუმცა, თითქმის ყველა გამოკითხვის შედეგებით, მხოლოდ სამ მათგანს აქვს გამარჯვების რეალური შანსი: შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის, რომელიც დებიუტანტია პოლიტიკურ სცენაზე, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს.
თუ 31 მარტს კანდიდატებიდან ხმების ნახევარზე მეტს ვერავინ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება პირველ და მეორე ადგილებზე გასული კანდიდატების მონაწილეობით. რა ვითარებაა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე? ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება კიევში.