დაბზარული კედლები და სახლი დანგრევის პირას. მახარაძეების ოჯახი დახმარებას 2009 წლიდან ითხოვს. მეწყერსაშიშ ზონაში მყოფ სახლზე არაერთი გეოლოგიური დასკვნა არსებობს.
2016 წელს ფერდსამაგრი სამუშაოებიც ჩატარდა, მაგრამ ოჯახის მტკიცებით ამით არაფერი შეცვლილა და ისინი ახლაც საფრთხის ქვეშ არიან, მერიაში ამბობენ, რომ 2016-ში ჩატარებულ სამუშაოები დასკვნის შესაბამისი იყო, თუმცა ამჟამად ახალი პროექტი მზადდება და მალე ტენდერიც გამოცხადდება.