დღეს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

24 მარტი 2019, 00:00 960 ნახვა

დღეს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა. ვიზიტის მთავარი ნაწილი შეხვედრები იქნება, რომელიც საქართველოსა და ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება, ნატო-საქართველოს სწავლებას იენს სტოლტენბერგი დაესწრება. რიგით მეორე სწავლება წვრთნისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელობით პირველად იმართება. მასში მონაწილეობას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ.

იენს სტოლტენბერგთან ერთად მისი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც ჩამოვა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გასული წლის დეკემბერშიც იყო. იენს სტოლტენბერგი პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებთან გამართავს აუდიენციას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი