განათლების მინისტრი პედაგოგების ხელფასის ზრდას აანონსებს

22 მარტი 2019, 00:00 1612 ნახვა

ინტერპელაციის წესით პარლამენტში იყო დაბარებული საქართველოს განათლების მინისტრიც. მიხეილ ბატიაშვილი პედაგოგების ხელფასის ზრდას აანონსებს. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მასწავლებლებს ხელფასი ყოველწლიურად გაეზრდებათ, ხოლო წარმატებული პედაგოგები დამატებით ანაზღაურებასაც მიიღებენ.

მინისტრის განცხადებით, ანაზღაურების მოქმედი სქემით პედაგოგი მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებაზეა ორიენტირებული, არ ხდება მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა და შესუსტებულია სკოლის სააღმზრდელო ფუნქცია.  

მინისტრმა გამოცდების შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით ერთად ორი - სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ცენტრალიზებული გამოცდები არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული.

მიხეილ ბატიაშვილის გამოსვლა შეაფასეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მმართველი გუნდის წევრებმა. „ევროპული საქართველოს“ წევრებს ჰქონდათ რამდენიმე შეკითხვა. აცხადებენ, რომ კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს, რადგან მინისტრმა შეკითხვებს ამომწურავად არ უპასუხა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მიხეილ ბატიაშვილმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი და ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი