დღეიდან პარლამენტში ე.წ. ინტერპელაციის წესი ამოქმედდა. ამ ფორმატში დღეს პირველად პრემიერ-მინისტრს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ. მამუკა ბახტაძე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.
მთავრობის მეთაური კრიმინოგენული ვითარების შესახებ ისაუბრებს. ინტერპელაციის წესი, რომელიც პოლიტიკური დებატების გამართვასაც ითვალისწინებს, ახალი რეგლამენტით დამკვიდრდა.
პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს, ადრესატები კი ვალდებულნი არიან შეკითხვას პირადად უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.