შაბათ-კვირას ბათუმში იწვიმებს - მთაში კი მოთოვს

15 მარტი 2019, 00:00 2280 ნახვა

დასვენების დღეებში აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს. მთასა და მაღალმთაში კი მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი.

17-18 მარტს ბათუმში და ქობულეთში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. ხულოში +4,+6, შუახევში +5,+7, გოდერძის უღელტეხილზე -3,-1 გრადუსი.

სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა იქნება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვის გააქტიურება.

შაბათ - კვირას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი