გზის რეაბილიტაციის მოთხოვნა

14 მარტი 2019, 00:00 974 ნახვა

მახინჯაურში მცხოვრები დემურ ლიპარტია გზის მოწესრიგებას ითხოვს. მისი ინფორმაციით, სახლთან მისასვლელი  მეზობლად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანდა. ამბობს, რომ გზის მოწესრიგების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ტერიტორიის მეპატრონეს და მერიას, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენ დავუკავშირდით ამირან ზოიძეს, რომელიც დემურ ლიპარტიას მეზობლად სახლს აშენებს. ის სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს,    თუმცა ამბობს, რომ პრობლემას ერთ კვირაში მოაგვარებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში