ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არია. ინფორმაცია „მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ეთიოპიური ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ბორტზე 33 ეროვნების მგზავრი იმყოფებოდა. ბოინგი 737 ადის-აბება-ნაირობის რეისს ახორციელებდა. ის რადარებიდან ეთიოპიის დედაქალაქის აეროპორტის დატოვებიდან 6 წუთში გაქრა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. ამჟამად რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ავიაკომპანიაში ტრაგედიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა კატეგორიულად გამორიცხეს.
გენერალური დირექტორის ინფორმაციით, თვითმფრინავს მაღალი კლასის პილოტი მართავდა, რომელმაც კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე პრობლემების შესახებ განაცხადა და მოითხოვა მიეცათ უკან დაბრუნების უფლება.