როგორ დაიცავს შრომის ინსპექცია დასაქმებულების სიცოცხლეს?

10 მარტი 2019, 00:00 1625 ნახვა

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განისაზღვრა სამი ტიპის სანქცია, რომლებსაც ინსპექტორები ორგანიზაციებს დარღვევების გამო დაუწესებენ: გაფრთხილება, დაჯარიმება და საქმიანობის შეჩერება. რაც შეეხება დარღვევებს, კანონმდებლობა აღიარებს სამი ტიპის შეუსაბამობას: არსებითი, არაარსებითი და კრიტიკული. არსებითი და არაარსებითი დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციებს ეკისრებათ ჯარიმა 100-დან 50 ათას ლარამდე.

რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას, რომელიც მყისიერად უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს, ის ექვემდებარება საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერებას იმ დრომდე, ვიდრე არ იქნება აღმოფხვრილი კონკრეტული დარღვევა. დაიცავს თუ არა კანონში შესული ცვლილებები დასაქმებულების სიცოცხლეს და ექნება თუ არა შრომის ინსპექციას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი? ამ და სხვა კითხვებით ჩვენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს ბექა ფერაძეს მივმართეთ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი