აჭარის მთავრობა ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებას სარფამდე გეგმავს. ამისთვის კი ბულვარის გონიოსთან დაკავშირებაა აუცილებელი, რისთვისაც მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობა იგეგმება.
ხიდის მშენებლობის იდეა წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ვერ განხორციელდა. 2012 წელს, პროექტის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად კვლევის ჩატარება დასახელდა, რადგან ჭოროხის დელტა გადამფრენი ფრინველებისთვისაა მნიშვნელოვანი ადგილი.
ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც გეგმავს მთავრობა მიმდებარე ტერიტორიის, ანუ გონიოს პოლიგონის ტურისტულად განვითარებასაც. მსგავსი იდეა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პირველად არ ანონსდება. თუმცა, ახლა უკვე მოქმედი მთავრობა ტერიტორიის მხოლოდ ნაწილზე საუბრობს და მუშაობას კვლევით იწყებს.
ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარების ახალი იდეა, ინიციატივის გაგრძელება, თუ თავიდან დაწყება.