ბათუმის სარაგბო კლუბის გამარჯვება

02 მარტი 2019, 00:00 1183 ნახვა

დიდი ათის მე-15 ტურის გათამაშებაში ბათუმის სარაგბო კლუბმა,  ქუთაისის „აიას“ უმასპინძლა და 24:21 დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმი ბათუმის სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა აია მეორე ნახევარში გააქტიურდა და მცირე სხვაობით 24:21 დამარცხდა. ბათუმელების შემდეგი მოწინააღმდეგე ლოკომოტივია, რომელიც სატურნირო ცხრილში ბათუმს ამ ეტაპზე სულ 10 ქულით ჩამორჩება. სარაგბო კლუბი ბათუმი 58 ქულით გათამაშების ლიდერია.

ზღვისპირელები ორჯერ დამარცხდნენ და ორივე მარცხი რუსთაველებისგან იწვნიეს, თუმცა მერე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ და ორი თამაში, მეორე პატარძეულის "ვეფხვებთან" ბონუსით მოიგეს. მე-14 ტურში კი ბათუმი გორის „ჯიქს დაუპირისპირდა და 24:7 აჯობა.

ამავე კატეგორიაში