ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში მცხოვრები მოქალაქეები ისტორიული, საკულტო ნაგებობის აღდგენას ითხოვენ. საუბარია აბუსერისძეების მიერ შუა საუკუნეებში აგებულ ტაძარზე. გადმოცემის მიხედვით მის მიმდებარედ სამარხებია.
ცნობისთვის, სოფელში 1977-1978 წლებში არქეოლოგიური გათხრებიც ჩატარდა. რას აპირებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო?