კერძო კომპანიები ხელვაჩაურის მერიის წინაღმდეგ, რამდენიმე წუთის წინ ხელვაჩაურის სასამართლომ საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. საუბარია სასამართლო დავაზე, რომელიც ახალშენში მდებარე სტადიონის მშენებლობის მწარმოებელ კომპანიებსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარეობდა.
ტენდერის გამარჯვებული კომპანიები ხელვაჩაურის მერიას მათთვის უსაფუძვლო ჯარიმების დაკისრებაში და ტენდერის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.