გიდებმა სეპარატისტული ტურიზმი გააპროტესტეს

21 თებერვალი 2019, 00:00 1530 ნახვა

გიდების აპოლიტიკური აქცია საქართველოში - გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები დღეს ბათუმშიც შეიკრიბნენ და მსურველებს „უფასო ტურები“ შესთავაზეს.

„ეს საქართველოა“ - ამ სახელწოდების პერფორმანსით გიდებმა საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გააპროტესტეს. ცნობისთვის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე რუკები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.

იგეგმება მსგავსი ფაქტების კანონით დასჯა.  პროტესტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო. გიდები მოითხოვენ უცხოურმა კომპანიებმა პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოითხოვენ უცხოეთიდან შემოსული გიდების საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას. ამბობენ, რომ ისინი ხშირად ტურისტებს არაზუსტ და არასწორ ინფორმაციას აწვდიან. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი